Cross country

ეს არის ველოსპორტის ყველაზე გავრცელებული სახეობა, ამ ტიპის ველოსიპედებს გამოიყენებენ შორ მანძილებზე სასიარულოდ, მათ შორის მთელი ქვეყნის, ან კონტინენტის მონახულებისთვის. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ჯუმბერ ლეჟავა რომელმაც ამ ტიპის ველოსიპედით მსოფლიოს გარშემო იმოგზაურა. ქროს ქანანთრის ტიპის ველოსიპედისთვის აუილებელი მოთხოვნაა იყოს მსუბუქი, დღეს დღეობით ტექნოლოგიების განვითარების წყალობით მისი საშუალო წონა 10 დან 15 კილოგრამამდეა. ამ ტიპის ველოსიპედისთვის არარის აუცილებელი ამორტიზაცია, მაგრამ მეტი კომფორტისთვის ხშირად შეხვდებით წინა ამორტიზატორს. ასევე მეტად მოსახერხებელია რამოდენიმე სათავსო, წყლის ბოთლის ან ზურგჩანთის საკიდი. ქროს ქანთრი საქართველოში საქართველოში ქროს ქანთრი, ყველაზე გავრცელებულია, ამას ხელს ისიც უწყობს რომ მისი ფასი ხელმისაწვდომია და ოფიციალურ შემომტანებიც არიან. კიდევ იმით არის მიმზიდველი რომ უფრო უსაფრთხოა სხვა სახეობებთან შედარებით, თუ დაუნჰილის ველოსიპედის შესაბამისი ეკიპირების ფასი 500$ იდან იწყება, ქალაქში სასეირნოდ შეგიძლიათ მხოლოდ 40$ იანი ჩაფხუტითაც დაიცვათ თავი. ქროსის ველოსიპედი ასე გამოიყურება
ქროს ქანთრის ჩემპინატებში ასობით მრბოლელი მონაწილეობს,

No comments:

Post a Comment